სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად „სპარტაკ ტრნავას“ დაუზავდა (1:1), ქართველმა მცველმა კი, საგოლე პასი მიითვალა.
სწორედ კაპანაძის გადაცემით გახსნა ანგარიში 34-ე წუთზე ამარ რამადანმა. ცოტნემ შესანიშნავად ჩააწოდა და მისმა თანაგუნდელმა თავით შეაგდო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა გაათანაბრეს.
ცოტნე კაპანაძე სლოვაკურ გუნდს ცოტა ხნის წინ „იბერიადან“ შეუერთდა და ძირითადში უმალვე დამკვიდრდა. მან 5 მატჩში პირველი საგოლე პასი მიითვალა.
„დუნაისკა სტრედა“ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 მარტს, „ჟილინას“ უმასპინძლებს.