ფეხბურთი

23:44 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილამ“ სტუმრად „ბრენტფორდს“ მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში „ასტონ ვილა“ „ბრენტფორდს“ ეწვია და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 49-ე წუთზე ოლი უოტკინსმა გაიტანა.

ახლა „ასტონ ვილას“ 29 მატჩის შემდეგ 45 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. 38-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი მეთორმეტეზე.

ინგლისი. პრემიერლიგა. 28-ე ტური. 8 მარტი: ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ სიტი 1:0, ბრაიტონი - ფულემი 2:1, კრისტალ პალასი - იფსვიჩი 1:0, ლივერპული - საუთჰემპტონი 3:1, ბრენტფორდი - ასტონ ვილა 0:1, ვულვერჰემპტონი - ევერტონი მოგვიანებით გაიმართება.

0.115807