იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში, „ლეჩემ“ „მილანს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა, თუმცა 2:0 იგებდა.
ანგარიში მეშვიდე წუთზე „ლეჩეს“ თავდამსხმელმა ნიკოლა კრსტოვიჩმა გახსნა. 59-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა ანტონინო გალომ ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. 73-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა პენალტით გაათანაბრა ანგარში. 81-ზე კი მანაც დუბლი მიითვალა.
„მილანი“ იტალიის სერია A-ში მე-8 ადგილზეა. გუნდს 28 მატჩში 44 ქულა აქვს. „ლეჩემ“ ამდენივე მატჩის შემდეგ 25 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილზეა.
იტალია. სერია A. 28-ე ტური. 8 მარტი: კომო - ვენეცია 1:1, პარმა - ტორინო 2:2, ლეჩე - მილანი 2:3, ინტერი - მონცა მოგვიანებით გაიმართება.