ფეხბურთი

22:18 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიკფორდი ტუხელზე: „როგორც ჩანს, შესანიშნავი ბიჭია“

„ევერტონის“ მეკარე ჯორდან პიკფორდმა თავისი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის შესახებ, რომელიც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვარს გახდა.

„როგორც ჩანს, შესანიშნავი ბიჭია და (ინგლისის კაპიტანი) ჰარი კეინი მასზე ძალიან დადებითად საუბრობს. ის გამარჯვებულია და იმედია, ჩვენც შევძლებთ წინსვლას“, - ციტირებს პიკფორდის სიტყვებს TNT Sports.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ტუხელმა შეცვალა ლი კარსლი, რომელიც ინგლისის ეროვნულ გუნდს წინა მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის წასვლის შემდეგ დროებით ხელმძღვანელობდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისის მეტოქეები სერბეთის, ალბანეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებები არიან. შესარჩევი ტურნირი მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

0.126444