ფეხბურთი

21:36 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ზარიას დუბლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „კაირატმა“ „ორდაბასი“ 4:0 გაანადგურა, გიორგი ზარიამ კი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-9 წუთზე ეფექტური გოლით გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს პენალტით მეორედ დაამწუხრა მეტოქე და იმ დროისთვის თავისი გუნდი 3:0 დააწინაურა. ზარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„კაირატს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი, 29 მარტს, სტუმრად „ტურანთან“ გამართავს.

0.131684