გერმანული ბუნდესლიგის 25-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ექვსი მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. დასრულდა ცოტა მოულოდნელად. ყველა ფავორიტი შინ დამარცხდა.
კაცნაკლულმა „ბაიერნმა“ გასავარდნ ზონაში მყოფ, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის“ კონკურენტ „ბოხუმთან“ წააგო - 0:2. ბავარიელები 2:0 იგებდნენ რაფაელ გერეირუს დუბლით, სერჟ გნაბრიმ პენალტიც გააცუდა, თუმცა 43-ე წუთზე ჟოაუ პალინიას გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა იძალეს და 2:3 გაიმარჯვეს.
შინ დამაცდნენ ლევერკუზენის „ბაიერიც“ „ვერდერთან“ (0:2) და დორტმუნდის „ბორუსიაც“ – „აუგსბურგთან“ (0:1). თუმცა ამ შედეგებს სატურნირო ცხრილზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ლიდერი ისევ „ბაიერნია“ 61 ქულით, მას 8 პუნქტით ჩამორჩება ლევერკუზენის „ბაიერი.“
გერმანია. ბუნდესლიგა. 25-ე ტური. 8 მარტი: ბაიერი - ვერდერი 0:2, ბაიერნი - ბოხუმი 2:3, დორტმუნდი - აუგსბურგი 0:1, ვოლფსბურგი - ზანქტ პაული 1:1, ჰოლშტაინი - შტუტგარტი 2:2, ფრაიბურგი - ლაიპციგი მოგვიანებით გაიმართება