ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ნოტინგემ ფორესტს“ ესტუმრა და გამარჯვების შემთხვევაში მას უკან მოიტოვებდა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდოდა.
თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა, პირიქით - დამარცხდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 83-ე წუთზე კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გაიტანა და ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
„ნოტინგემ ფორესტი“ 51 ქულით მესამე ადგილზეა და „მანჩესტერ სიტის“ უკვე 4 ქულით გაასწრო, რომელიც მეოთხე პოზიციაზეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ შეიძლება ეს პოზიციაც დაკარგოს.