ფეხბურთი

17:00 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ვამაყობ, რომ "ბარსელონაში" ახალ თაობას ვენდობოდი, ისინი კლუბის მომავალი არიან"

ესპანელმა მწვრთნელმა, ჩავიმ „ბარსელონაში“ თავის გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველაზე მეტად იმით ამაყობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდო, რომლებიც „ბარსას“ მომავალს წარმოადგენენ.

ჩავიმ ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულში სურს მუშაობა განაახლოს და ნებისმიერი შეთავაზების მოსასმენად მზადაა:

„ბარსაში“ ჩემგან ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რადგან ღრმად ვიყავი კლუბთან დაკავშირებული. ზოგჯერ, ეს ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. შესაძლოა, ზედმეტად ემოციური ვიყავი, მაგრამ ეს გამოცდილება ნამდვილად გაკვეთილი იყო. ვაღიარებ,მ რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი. სერხიო ბუსკეტსის წასვლამ გვაიძულა თამაშის სტილი შეგვეცვალა, ამიტომ ავირჩიე ნახევარდაცვა სამი შემტევით, მაგრამ ეს ყოველთვის ეფექტური არ იყო.

ტიტულების გარდა, ძალიან ვამაყობ, რომ ვენდობოდი ახალ თაობას, როგორებიც არიან ფერმინი, ლამინ იამალი, პაუ კუბარსი და ალეხანდრო ბალდე. ისინი წარმოადგენენ კლუბის მომავალს. ეს სიამაყის განცდას მანიჭებს. „ბარსელონა“ არ არის მხოლოდ კლუბი, ის უფრო რელიგიას ჰგავს.

დიახ, ზაფხულში მინდა სამუშაოს დავუბრუნდე. მინდა, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი. ღია ვარ ნებისმიერი წინადადებისთვის. ლა ლიგის სხვა გუნდში მუშაობა? საინტერესო პროექტს ვეძებ, ეროვნულ ნაკრებშიც ვიმუშავებდი“, - თქვა ჩავიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070159
სარეკლამო ადგილი - 99
X x X