NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „საკრამენტო კინგსს“ ესტუმრა და 109:127 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში 8 წუთი ითამაშა და ხსენებული დრო საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა: 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 35 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 10 მარტს, „მინესოტასთან“ სტუმრად გამართავს.