ფეხბურთი

12:17 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "რეალიდან" წასვლა ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „რეალში“ მისი მომავალი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადასაწყვეტია.

„არ ვიცი, როდის წავალ „რეალიდან“, ამას მე არ ვწყვეტ. ერთადერთი, რაც ცხადია, რაც მე ვიცი, ისაა, რომ მე არასოდეს გადავწყვეტ „რეალიდან“ წასვლას, ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ადრე თუ გვიან, ეს მოხდება“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თუმცა, ესპანურ მედიაში საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულში მას ჩაბი ალონსო შეცვლის.

0.119029