ფეხბურთი

10:25 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

463 გოლი 30 წლამდე, 463 - 30 წლის შემდეგ: რონალდუს 926-ე გოლი კარიერაში

კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. საუდი პრო ლიგის 24-ე ტურში „ალ-ნასრი“ „ალ-შაბაბს“ დაუზავდა (2:2), ხოლო პორტუგალიელმა თავი 45-ე წუთზე გამოიჩინა, როცა თავისი გუნდი დააწინაურა (2:1).

რონალდუს კარიერაში უკვე 926 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ მან 463 გოლი მანამდე გაიტანა, სანამ 30 წლის გახდებოდა, ხოლო 463 მას შემდეგ შეაგდო, რაც 30 წელს გადააბიჯა...

„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგაში 48 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, რონალდუ კი, 18 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას და 2 გოლით უსწრებს კარიმ ბენზემას, ივან ტოუნის და მარკოს ლეონარდოს.

0.122173