ფეხბურთი

1:00 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანის გოლი და საგოლე პასი "ეინდჰოვენთან" (+VIDEO)

ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 29-ე ტურში „ვიტესი“ სტუმრად „ეინდჰოვენს“ დაუზავდა, ხოლო ირაკლი იეგოიანმა ისევ მოახერხა გოლის გატანა.

სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა მატჩის მე-8 წუთზე. ირაკლიმ გოლს საგოლე პასიც დაუმატა, 32-ე წუთზე მისი გადაცემით ანგარიში 2:0 ალექსანდერ ბუტლერმა გაზარდა. თუმცა, „ვიტესმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა.

20 წლის ქართველ შემტევს ერსტე დივიზონში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ერთხელაც მან გოლი ნიდერლანდების თასზე გაიტანა.

არნემის „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა აქვს დაკლებული, ამიტომაც, ახლა სატურნირო ცხრილში 32 ქულის ნაცვლად მხოლოდ 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

0.113334