კალათბურთი

23:00 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 17 ქულა ევროლიგაში

ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა და 68:89 დამარცხდა.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ იტალიური გუნდი იგებდა, მაგრმ მეორე ნახევარი მთლიანად ჩააგდო (10:22, 16:28) და უშანსოდ დამარცხდა.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო და 24 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 21 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 მარტს, „რეალს“ უმასპინძლებს.

0.133997