„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვალონ ბეჰრამიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დიდი წნეხის ქვეშ იყო, რის გამოც ის ბედნიერი არ გახლდათ და კლუბის დატოვება მოუწია:
„ვარაცხელიაზე ნეაპოლის მეტისმეტი ზეწოლა იყო, რამაც ის ბედნიერი ვერ გახადა, სახლიდან გასვლაც არ შეეძლო“, - აღნიშნა ბეჰრამიმ.
შვეიცარიელს მისივე თანამემამულე, ასევე, „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ბლერიმ დზემაილი დაეთანხმა:
„ნეაპოლში ყოველთვის ასე იყო: ლავეცი ქუჩაში ვერ გადიოდა, რადგან ამას ქალაქის გადაკეტვა ხდებოდა, ხალხი მანქანებს ტოვებდნენ შუა გზაზე მასთან შესახვედრად. კვარა ალბათ, ნეაპოლში აღარ იყო ბედნიერი და არც ხალხის სიყვარულს გრძნობდა. კვარას ციკლი „ნაპოლიში“ კარგა ხნის დასრულებული იყო, როცა მან ჩემპიონატი პრაქტიკულად მარტომ მოიგო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 2022-2024 წლებში 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, 23 საგოლე პასი გააკეთა და 2023 წელს სკუდეტოც მოიგო, ხოლო იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა.