„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „არსენალთან“ მატჩამდე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გულშემატკივრებს აქვთ პროტესტის უფლება და ეს ფაქტი მას სწორადაც მიაჩნია.
„ვფიქრობ, ჩვენს კლუბში ყველასთვის რთული პერიოდია, მაგრამ ერთადერთი, რისი გაკეთებაც მე და ფეხბურთელებს შეგვიძლია, კარგად თამაში და გამარჯვებაა. ხალხს აქვს პროტესტის უფლება, ეს სწორია. ისინი ჩვენი კლუბის ნაწილი არიან და ყველას აქვს ხმის ამოღების უფლება, მაგრამ ჩემი საქმეა გუნდი გავაუმჯობესო“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 33 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.