ფეხბურთი

19:15 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დორივალ ჟუნიორი: "ნეიმარს ნებისმიერ დროს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია"

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა ნეიმარზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

ჟუნიორს ნეიმარის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არაა:

„საუბარიც არ სჭირდება იმას, რას წარმოადგენს ნეიმარი. ამჟამად ფორმის დაბრუნების პროცესშია, ეს ვიცით, მაგრამ ასევე გვესმის, რომ მისნაირი მოთამაშის უნარებს და თვისებებს ნებისმიერი სიტუაციის გადაწყვეტა შეუძლია, რომელიც შეიძლება მატჩის დროს წარმოიქმნას.

იმედია, ძალიან ბედნიერია დაბრუნებით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ის, რაც ახლა მას სჭირდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოსაჩენად. თუმცა, დიდი მოლოდინი არ უნდა შევქმნათ მისი დაბრუნებით და დიდი პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ. წინ ორი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენს მეტოქეებსაც, რადგან ძალიან კარგად მომზადებული ბრაზილიის წინააღმდეგ თამაში მოუწევთ. ეს მატჩები ჩვენთვის ფუნდამენტური იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თვალსაზრისით“, - თქვა ჟუნიორმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119882