"ჰაიდენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა "ჰოფენჰაიმთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძეზე კომენტარი გააკეთა, ის იმედს იტოვებს, რომ ქართველი ვარჯიშს სრული დატვირთვით შეძლებს და თამაშისთვის მზად იქნება.
"გლადბახთან მატჩში ბუდუ ზივზივაძეს კუნთის პრობლემებმა შეაწუხა, ახლა ყველაფერი კარგადაა, იმედია, დღეს ვარჯიშშს სრული დატვირთვით შეძლებს და "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში ჩვენს დახმარებას შეძლებს." - განაცხადა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმს" იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ 9 მატჩი ჩაატარა, ქართველის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.
"ჰაიდენჰაიმს" 24 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 15 ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.