„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ახლა მხოლოდ „რენზე“ ფიქრობს და „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრა ჯერ გონებაში არ აქვს.
„ლივერპულთან“ ფეხბურთის დიდებული საღამო იყო, განსხვავებულ შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ ეს არის ფეხბურთი და ეს უნდა მივიღოთ. აშკარაა, რომ „რენი“ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ძალიან კარგ ფორმაშია, სატურნირო ცხრილშიც დადებითი მდგომარეობა აქვს, 4 მატჩი მოიგო და 1 წააგო. ფეხბურთელებთან სწრაფად კავშირის პოვნა რთულია, მაგრამ მწვრთნელმა ეს მოახერხა. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ჩვენი დამარცხება ძალიან უნდათ, ამიტომ, უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ, როცა პსჟ-ს მაისურს ატარებ, ადვილი მატჩები არ არსებობს. "რენთან" და ზოგადად, სტუმრად თამაში რთულია.
როტაცია? ჩემთვის მთავარია, რომ „რენის“ მწვრთნელს უპირატესობა არ მივცე. ახლა „ლივერპულზე“ არ ვფიქრობთ, მხოლოდ ხვალინდელი მატჩი გვაქვს მხედველობაში. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა მხოლოდ „რენი“ მაინტერესებს. მოსამზადებლად ორი დღე გვქონდა, მჭიდრო გრაფიკია, ვარჯიშები არ გვაქვს, მხოლოდ აღდგენები.
მეტოქე გუნდის მწვრთნელს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან დადებითი დინამიკა აქვთ, კარგად თამაშობენ, სახლში ითამაშებენ და დასაკარგი არაფერი აქვთ, ისინი ეცდებიან ჩვენს დამარცხებას. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ფეხბურთის პროფესიონალისგან შექება ყველაზე დიდი კომპლიმენტია. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ წინსვლა გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ.
სხვადასხვა შეჯიბრში, ყოველ სამ დღეში თამაში ფეხბურთელების დამსახურებაა. ამ დონის კლუბში ყოფნა ბევრი მატჩის ჩატარებასაც ნიშნავს და ამიტომაცაა, რომ ბევრ ფეხბურთელს არ შეუძლია ასეთი დონის კლუბებში თამაში“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 24 ტურის შემდეგ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, ხოლო „რენს“ 8 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.