ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა The Telegraph-თან ისაუბრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედზე" კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს მანჩესტერი ყველაზე ცუდია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
"სიმართლე გითხრათ რუბენ ამორიმისგან ბევრს მოველოდი, ვფიქრობდი, მისი მოსვლით სიტუაცია გამოსწორდებოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს "მანჩესტერი" ყველაზე ცუდია. არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. მითხარით ერთი ფეხბურთელი, რომელიც ამორიმის ხელში უფრო კარგად თამაშობს ვიდრე ერიკ ტენ ჰაგის დროს თამაშობდა" - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმი მანჩესტერ "იუნაიტედში" 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მისი გუნდი პრემიერლიგის გათამაშებაში 33 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.