„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „საუთჰეპტონთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ ძალიან გაუმართლათ, თუმცა, ფიქრობს, ეს მათი შრომის ნაყოფი იყო:
„უბრალოდ კი არა გაგვიმართლა, არამედ, ძალიან, ძალიან, ძალიან გაგვიმართლა, მაგრამ როგორც ერთხელ მაიკლ ჯორდანმა თქვა, რაც უფრო შრომობ, მით უფრო მეტად გიმართლებს და ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რომელიც ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. მათ წარმოუდგენლად ბევრი იმუშავეს. მეორე ტაიმშიც არ ვიყავით დომინანტი გუნდი, მაგრამ მეტოქეს უკეთ ვაკონტროლებდით, ვიდრე პირველ ტაიმში. კონტრშეტევაზე გოლის გატანა კი აჩვენებს, რომ ეს ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები არიან. არ არსებობს გუნდი, რომელიც სეზონში ყველა მატჩს მაღალ დონეზე ატარებს, თუ ტიტულების მოგება გინდა, ზოგჯერ გექნება ცუდი მატჩები, როცა უნდა გაგიმართლოს
ალისონმა მამარდაშვილის ტრანსფერის გამო მოუმატა? მას კონკურენცია ახლაც აქვს კელეჰერთან, ასევე გვყავს იაროში, რომელიც ძალიან ნიჭიერი მეკარეა და ამ პოზიციაზე კარგ მდგომარეობაში ვართ. არ ვფიქრობ, რომ ალისონს მაღალ დონეზე სათამაშოდ კონკურენცია სჭირდება, ყველამ იცის, რომ „ლივერპულში“ ყოფნისთვის მაღალ დონეზე თამაშია საჭირო“, - თქვა სლოტმა.