ფეხბურთი

15:50 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" თბილისმა ეროვნულ ლიგაში ისტორია დაწერა

"დინამო" თბილისმა ეროვნული ლიგის 2025 წლის გამარჯვებით დაიწყო. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მეორე ტურში (პირველი ტურის მატჩი „დინამოს“ არ ჩაუტარებია, რადგან გადაიდო) წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში თბილისური კლუბის განაცხადში მყოფი 19-ე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილი იყო. მსგავსი ფაქტი საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა.

"დინამო" თბილისს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 10 მარტს სტუმრად "კოლხეთის" წინააღმდეგ გამართავენ.

0.063547