მიუხენის "ბაიერნი" და 30 წლის გერმანელი ფეხბურთელი იოზუა კიმიხი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს, დარჩენილია კონტრაქტზე ხელმოწერა, რის მიხედვითაც კიმიხი მიუნხენურ კლუბში 2029 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ კიმიხს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და იყო საუბრები იმის შესახებ, რომ გერმანელ ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლა სურდა, ინტერესს იჩენდნენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი".
კიმიხს მიმიდინარე სეზონში 37 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი ერთი გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.