საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა footballleagueworld -ი წერს, "უოტფორდს" გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი პრემიერლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს ქართველი კლუბს აუცილებლად დატოვებს. წყაროს ასევე წერს, რომ გიორგის მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს "ევერტონი" და "ვულვერჰემპტონი". როგორც ირკვევა, მათ კონტაქტი უკვე ჰქონდათ ფეხბურთელის აგენტთან და ორივე კლუბი მზადაა, ჩაკვეტაძეს ხელფასის სახით კვირაში 25 ათასი ფუნტი გადაუხადონ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.