ფეხბურთი

12:35 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გუნდების რაოდენობის გაზრდას განიხილავს, საუბარია 2030 წლის ჩემპიონატზე, სადაც შესაძლოა გუნდების რაოდენობა 48-დან 64-მდე გაიზარდოს.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული ინიციატივა 5 მარტს გამართულ ფიფას საბჭოს შეხვედრაზე, ერთ-ერთმა წევრმა გააჟღერა, რაც აღიარებული იქნა და განხილვაშია, რადგან ფიფა ვალდებულია განიხილოს საბჭოს ყველა წევრის წინადადება.

შეგახსენებთ, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მასპინძლები: ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან. ასევე რამდენიმე შეხვედრა გაიმართება: ურუგვაიში, პარაგვაიში და არგენტინაში.

0.116688