სხვა

12:00 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ იდგება ჩემს წინ, ოქტაგონს გამარჯვებული დავტოვებ" - ილი თოფურიას მიმართვა მახაჩევს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი ისლამ მახაჩევთან შესაძლო ორთაბრძოლაზე საუბრობს. მისი თქმით მნიშვნელობა არ აქვს ვინ იდგება მის წინ, რადგან ოქტაგონს გამარჯვებული დატოვებს.

ჟურნალისტი - როგორ აპირებ ისლამის დამარცხებას, ის ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი სახელია და ამავდროულად დივიზიონში ყველაზე მძიმე წონოსანია, ის ამ ამჟამად დაახლოებით 90 კილოგრამს იწონის და ოქტაგონში 80-85 კილო შედის, რა არის შენი გეგმა და სტრატეგია?

ილია თოფურია - ვფიქრობ წონას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბრძოლის წინ ორივემ ერთი და იგივე წონა უნდა დავაფიქსიროთ, ვინაიდან ორივე მსუბუქი დივიზიონის მებრძოლები ვართ. მისი კილოგრამები არ მადარდებს. ისლამი კარგი მებრძოლია და კარგად ჭიდაობს, თუმცა მე მის სტრაიკინგში და ჭიდაობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. შემიძლია მე ის გავთიშო ან დავასაბმითო, ბავშობიდან ვჭიდაობ, ბერძნულ-რომაულით დავიწყე და ჟიუ-ჟიცუთი, ამიტომ ყველა დეტალი ვიცი. მიხარია, რომ ამ ბრძოლაში ჩემს ამ პროფესიონალური მხარის ჩვენებასაც შევძლებ ოქტაგონზე.

ილია თოფურიას მიმართვა მახაჩევს - ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოს, მაგრამ როდესაც ოქტაგონზე შევხვდებით, მნიშვნელობა არ ექნება ვინ იდგება ჩემს წინ, რადგან ოქტაგონს გამარჯვებული დავტოვებ. ამ ყველაფერში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.საუკეთესოს გისურვებ.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ გვიან ღამით სოციალურ ქსელ X-ზე მომავალ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

"როდესაც ბრძოლას გამოვაცხადებთ, არ დაიჯერებთ. მოემზადეთ"

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი საკუთარი ნებით დათმო და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059391