ქუთაისის "ტორპედოს" ფრანგმა ფეხბურთელმა მამადუ სახომ ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან იტერვიუში "ლივერპულისა" და "პარი სენ-ჟერმენის" განმეორებით მატჩზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "ენფილდზე" თამაში ყველასთვის რთულია.
"ენფილდი განსაკუთრებული ადგილია, ის გლადიატორთა არენას ჰგავს და ფეხბურთელები სათამაშოდ, როგორც მებრძოლები ისე გადიან. არ ვიცი რა მოხდება განმეორებით მატჩში, ვთვლი ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. ვფიქრობ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა პარიზელ ფეხბურთელებს ენფილდზე გატარებული 90 წუთი მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. პსჟ-ს ჰყავს დემბელე და მარკინიოსი, რომლებსაც საკმარისი გამოცდილება აქვთ, რომ განმეორებით შეხვედრაში წნეხს გაუმკლავდნენ და გუნდს ულიდერონ, ამით ისინი გამოუცდელ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეხმარებიან."
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მამადუ სახოს თავისი კარიერის განმავლობაში უთამაშია, როგორც "ლივერპულში", ისე პსჯ-ს რიგებში.
"ლივერპულისა" და "პარი სენ-ჟერმენის" განმეორებითი მატჩი 11 მარტს 23:59-ზე აიღებს სტარტს.