NBA-ში ზედიზედ მე-5 მარცხი იწვნია გოგა ბითაძეს "ორლანდომ". "მეჯიქი" ამჯერად საკუთარ მოედანზე "ჩიკაბო ბულსთან" დაძაბულ ბრძოლაში 123:125 დამარცხდა.
გოგა ბითაძე თამაში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 8ქულას, 1 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
შეხვედრაში საუკეთესო კალათბურთელი "ჩიკაგოს" მხრიდან კობი ვაითი გახდა, რომელმაც არასრულ 37 წუთში 44 ქულა შემატა საკუთარ გუნდს.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 29 მოგება და 35 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 9 მარტს "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს.