ევროპა ლიგის მერვედფინალში „ლიონმა“ სტუმრად ბუქარესტის „სტიაუა“ 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პაულუ ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, რომელმაც მწვრთნელს ნდობა საგოლე პასით გაუმართლა.
30-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძის შესანიშნავი გადაცემით გახსნა ანგარიში ნიკოლას ტალიაფიკომ. მეორე ტაიმში რუმინელებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, „ლიონმა“ მაინც მოიგო: 86-ე და 89-ე წუთებზე მალიკ ფოფანამ დუბლი შეასრულა.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ლიონში გაიმართება და ფრანგულ გუნდს დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული მომდევნო ეტაპისკენ.