ფეხბურთი

21:08 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 2025 წლის გამარჯვებით დაიწყო. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მეორე ტურში (პირველი ტურის მატჩი „დინამოს“ არ ჩაუტარებია, რადგან გადაიდო) წყალტუბოს „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა.

მე-10 წუთზე „დინამო“ ირაკლი იაკობიძემ დააწინაურა. 5 წუთში სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ დავით მუჯირმა პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 61-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად ლუკა ხორხელმა დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 95-ე წუთზე შორი მანძილიდან ნიკა ნინუამ გაიტანა და გამარჯვება თავის გუნდს მოუტანა.

დღესვე, „გაგრას“ და „დილას“ მატჩი უგოლოდ დასრულდა.

„დინამო თბილისი“ მომდევნო ტურში „კოლხეთს“ შეხვდება, „სამგურალი“ „გარეჯს“, „დილა“ იბერიას“, ხოლო „გაგრა“ „დინამო ბათუმს“.

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 იაკობიძე (10), 1:1 ხორხელი (61, პენ), 2:1 ნინუა (90)

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117366
სარეკლამო ადგილი - 99
X x X