ფეხბურთი

19:25 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადშია ნეიმარი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს ითამაშა ურუგვაის წინააღმდეგ და სწორედ მაშინ მიიღო მძიმე ტრავმა.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი მატჩებისთვის ასეთია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ბენტო (ალ-ნასრი)

მცველები: გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), ლეო ორტისი (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ), მურილო (ნოტინგემი), დანილო (ფლამენგო), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვანდერსონი (მონაკო), ვესლი (ფლამენგო)

ნახევარმცველები: ანდრე (ვულვზი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ჟერსონი (ფლამენგო), ჟოელინტონი (ნიუკასლი), მათეუს კუნია (ვულვზი)

თავდამსხმელები: ნეიმარი (სანტოსი), ესტევაო (პალმეირასი), ჟოაო პედრო (ბრაიტონი), რაფინია (ბარსელონა), როდრიგო (რეალი), სავინიო (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 21 მარტს კოლუმბიას უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს, სტუმრად არგენტინას დაუპირისპირდება. „სელესაო“ კონმებოლის შესარჩევში 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.11249