„იუვენტუსის“ თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი სერია A-ში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ფრანგმა ფეხბურთელმა თებერვალში სერია A-ში 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
კოლო მუანიმ ანხელინოს (რომა), ნიკო პაცს (კომო), კრისტიან პულიშიჩს (მილანი), მატეო რეტეგის (ატალანტა) და მატია ძაკანის (ლაციო) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ რანდალ კოლო მუანი „იუვენტუსს“ იანვარში პსჟ-დან იჯარით შეუერთდა.