ფეხბურთი

18:10 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" ფონსეკას მხარდაჭერას უცხადებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„ლიონი“ საფრანგეთის პროფესიული ლიგის გადაწყვეტილებას პაულუ ფონსეკას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებს.

განცხადება ფრანგული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფონსეკას რეაქციით არ არის გამოწვეული.

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით პორტუგალიელ სპეციალისტს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა:

„დღეს და ყოველთვის შენთან ვარ. შეცდომა დაუშვი, მაგრამ გულწრფელი ბოდიში მოიხადე და სასჯელი აშკარად ძალიან მკაცრია. შენ „ლიონისთვის“ შესაფერისი კაცი ხარ“.

შეგახსენებთ, რომ მსაჯთან კამათის გამო პაულუ ფონსეკა 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.066351