„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ალისონი შეაქო.
ნიდერლანდელმა თქვა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
„ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ამ დონეზე არასოდეს არავინ მინახავს. ის თამაშის ყველა მომენტში გამორჩეული იყო“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ალისონს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და კლუბის დატოვება მანამდე არ სურს. ზაფხულში ინგლისურ გუნდს გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს, რომელსაც როგორც ჩანს, სერიოზულ კონკურენციაში შესვლა მოუწევს, თუ ალისონი კლუბში დარჩება.