მიუნხენის „ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერთან" (3:0) დუბლი შეასრულა. ამრიგად, ინგლისელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფორვარდ უეინ რუნის გადაუსწრო ევროთასების მთავარი ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ინგლისელების სიაში. ამის შესახებ Opta Sport იუწყება.
წყაროს ცნობით, კეინს ამ დროისთვის 38 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, რაც მას გოლ+პასის სისტემაზე 48 ქულას აძლევს. რუნის 47 საგოლე მოქმედება აქვს. ამ რეიტინგის ლიდერია მადრიდის „რეალისა" და „მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექემი (52).
კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 31 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.