ფეხბურთი

14:12 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ მწვრთნელი ფლიკი: „ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კომენტარი გააკეთა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ბენფიკასთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ.

„ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. 22-ე წუთის შემდეგ, როცა ათი კაცით დავრჩით, „ბარსელონას“ შესანიშნავი თამაში ვნახეთ. მიზეზი? ჩვენმა მეკარემ (ვოიცეხ შჩესნიმ) არაჩვეულებრივად ითამაშა. კარგად ვიმოქმედეთ გუნდურად თავიც შესანიშნავად დავიცავით“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 22-ე წუთზე კატალონიელები კაცნაკლულნი დარჩნენ მას შემდეგ, რაც 18 წლის მცველი პაუ კუბარსი გააძევეს. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ბრაზილიელმა გარემარბმა რაფინიამ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.119143