ფეხბურთი

13:42 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "სამწუხაროა, რომ კვარას გოლი გააუქმეს, ეს წარმოუდგენელია"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის სტუდიაში პსჟ - "ლივერპულის" მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გაუქმებულ გოლზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, წარმოუდგენელია, რომ მსგავსი გოლი გააუქმეს:

„ვწუხვარ რაც მოხდა, წარმოუდგენელია, რომ თამაშგარეს გამო ასეთ გოლს აუქმებ. გამაგიჟებელი გოლი იყო, მან მოახერხა ბურთის გაჩერება, ფინტი გააკეთა, თითქოს დრიბლინგს აპირებდა, ბურთი გაისწორა თუ არა, სივრცე მონახა დასარტყმელად, უკვე იცოდა სად უნდა გაეშვა ბურთი, რომ გოლი გასულიყო. დასანანია, რომ გააუქმეს, რადგან ძალიან ლამაზი გოლი იყო“, - თქვა დელ პიერომ, რომელიც მსგავს სტილში გოლების გატანის ოსტატი იყო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

0.12023