ფეხბურთი

12:50 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: „ჯერ არაფერი დასრულებულა“

ლევერკუზენის „ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ბაიერნთან" (0:3) თავისი გუნდის გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა.

„დღეს ბევრი რამ მოხდა ჩვენს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ჩვენი ბრალი იყო. თამაშს ვერ ვაკონტროლებდით და სერიოზული შეცდომები დავუშვით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. გარკვეული დრო დაგვჭირდება ამ თამაშის გასაანალიზებლად.

მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა. ფეხბურთში ყველაზე წარმოუდგენელი ამბებიც მომხდარა, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ რაღაც შევცვალოთ მომავალ კვირას", - ციტირებს ალონსოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებპგვერდი.

საპასუხო მატჩი ლევერკუზენში 11 მარტს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.112516