მიუნხენის „ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კარიერაში პირველად ზედიზედ სამ სეზონში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ოთხშაბათის მატჩში „ბაიერთან,“ ინგლისელმა ორჯერ გაიტანა. შეხვედრა მიუნხენური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში 34 მატჩში 30 გოლი უკვე გაიტანა. 2022/2023 წლების სეზონში კეინმა „ტოტენჰემის“ მაისურით 49 მატჩში 32 ბურთი გაიტანა. წინა სეზონში ფეხბურთელმა იმავე ინგლისურ კლუბში 45 მატჩში 44 -ჯერ გამოიჩინა თავი.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ საპასუხო მატჩს „ბაიერთან“ ლევერკუზენში 11 მარტს გამართავს.