ფეხბურთი

10:26 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ამ სეზონში ოთხი საუკეთესო ლიგის ჩემპიონი ერთობლივი ანგარიშით 11:0 დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ინგლისურმა „ლივერპულმა“ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. ამგვარად, მერსისაიდელებმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ორჯერ ინგლისის ჩემპიონები საერთო ანგარიშით 11:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-სთან გამარჯვების გარდა, ლივერპულმა პრემიერლიგაში ორჯერ მოუგო „მანჩესტერ სიტის“ (2:0 და 2:0), ასევე ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონ მადრიდის „რეალს“ (2:0) და ბუნდესლიგის გამარჯვებულ ლევერკუზენის „ბაიერს“ (4:0).

საპასუხო მატჩი პარიზელებსა და მერსისაიდელებს შორის 11 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063241
სარეკლამო ადგილი - 99
X x X