„ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ბრაზილიელმა დიდებულად ითამაშა, 10 დარტყმა მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა:
„ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო თამაში იყო. მწვრთნელი გვეუბნებოდა, რა რთული იქნებოდა პსჟ-სთან თამაში, რამდენად კარგად თამაშობდნენ ისინი ბურთით და მზად უნდა ვყოფილიყავით ტანჯვისთვის. ვიცოდით, რა გველოდა.
ჩვენ ვიმუშავეთ, ჩემს საქმეს კი, გუნდის ძალისხმევა ამარტივებს. შემდეგ ელიოტი შემოვიდა და გოლი გაიტანა, ეს ჩვენთვის დიდი ამბავია, ლამაზი საღამო იყო“, - თქვა ალისონმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ლივერპულთან“ დუელში კი, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.