თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს გრან-პრის გათამაშების III ეტაპმა რაპიდში ქალთა შორის.
პირველ დღეს 5 ტურის პარტიები ჩატარდა, რომლის შედეგებითაც ნინო ხურციძე (2400), მირანდა მიქაძე (2247) და ნინო ხომერიკი (2166) დაწინაურდნენ. მათ აქტივში 4.0-4.0 ქულაა. ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან ნინო ბაციაშვილი (2430) და ბელა ხოტენაშვილი (2418), რეიტინგ-ფავორიტ ლელა ჯავახიშვილს (2499) კი აქტივში 3.0 ქულა აქვს.
დღეს, დარჩენილი 4 ტურის პარტიები შედგება და გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 500 ლარს მიიღებს.
ისიც ვთქვათ, რომ 14 ოქტომბერს ბლიცში ქალთა შორის III ეტაპი ჩატარდება, 15-16-ში კი რაპიდში ვაჟთა III ეტაპია დაგეგმილი.