ფეხბურთი

2:01 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" და "ბარსელონას" დიდი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. გერმანული დერბი „ბაიერნსა“ და „ლევერკუზენს“ შორის დიდ ინტერესს იწვევდა.

„ბაიერნმა“ წინა ეტაპი „სელტიკთან“ ძლივს გაიარა და ამიტომ, „ლევერკუზენისგან“ შეიძლება უფრო მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველივე მატჩში თითქმის ყველაფერი გადაწყდა.

„ბაიერნმა“ მეტოქეს 3:0 მოუგო! ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, ერთიც ჯამალ მუსიალამ გაიტანა. „ლევერკუზენი“ 62-ე წუთიდან ნორდი მუკიელეს გაძევების გამო კაცნაკლულიც იყო, მაგრამ იმ დროისთვის მისი გუნდი უკვე 0:2 მარცხდებოდა.

„ბაიერნმა“ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ, საპასუხო მატჩი 11 მარტს, „ბაი არენაზე“ შედგება. აღსანიშნავია, რომ ჩაბი ალონსო მწვრთნელის რანგში „ბაიერნთან“ პირველად დამარცხდა.

„ბარსელონამაც“ დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ და სტუმრად „ბენფიკა“ დაამარცხა.

ეს გუნდები იანვარში ლიგის ფაზაში შეხვდნენ და მაშინ „ბარსამ“ „და ლუჟზე“ 5:4 მოიგო, საოცარ შეხვედრაში, საოცარ ქამბექით. ამჯერად მხოლოდ 1 გოლი გავიდა, მაგრამ მატჩი ძალიან საინტერესო იყო.

22-ე წუთზე პაუ კუბარსი გააძევეს, რის გამოც „ბარსა“ თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში იყო. თუმცა, 61-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა გამარჯვების გოლი. „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო ალბათ მაინც ვოიცეხ შჩესნი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კარის მშრალად შესანახად - პოლონელმა 8 სეივი მიითვალა! „ბარსელონა“ საპასუხო შეხვედრაში აშკარა ფავორიტი იქნება.

„ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კეინი (9), 2:0 მუსიალა (54), 3:0 კეინი (75, პენ)

„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რაფინია (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063758