ფეხბურთი

1:29 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მთავარი მწვრთნელი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ფედერაციამ (LFP) „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ბრესტთან“ მატჩში მთავარ მსაჯ ბენუა მილოსთან დაპირისპირება პორტუგალიელ სპეციალისტს მძიმედ დაუჯდა. ის „ლიონის“ სათადარიგო სკამზე ყოფნას 30 ნოებბრის ჩათვლით ვერ შეძლებს. 15 სექტემბრამდე კი, მატჩამდე და მატჩის მერე გასახდელში შესვლის უფლებაც არ ექნება.

უცნობია, „ლიონის“ პოზიცია, რას გადაწყვეტს ფრანგული კლუბი და გამოუცხადებს თუ არა ნდობას ასეთ სიტუაციაში მთავარ მწვრთნელს.

შეგახსენებთ, რომ ბენუა მილოსთან ფონსეკამ VAR-ზე განხილული პენალტის გამო იკამათა, როცა „ლიონის“ კარში პოტენციურ პენალტს არბიტრი ეკრანზე ნახულობდა. საბოლოოდ, მან პენალტი არ დანიშნა, მაგრამ ფონსეკას წითელი ბარათი უჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.113155
სარეკლამო ადგილი - 99
X x X