ფეხბურთი

0:59 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტაროს და "ინტერის" რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში სტუმრად „ფეიენოორდი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომელიც კლუბის რეკორდსმენი გახდა.

ლაუტაროს ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე 18 გოლი დაუგროვდა და „ინტერის“ ისტორიაში ამ ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა სანდრო მაცოლას შედეგი გააუმჯობესა.

„ინტერის“ ბომბარდირები ჩემპიონთა ლიგა/თასზე:

ლაუტარო მარტინესი - 18 გოლი
სანდრო მაცოლა - 17
ადრიანო - 14
ხულიო კრუზი - 13
ჟაირი - 11
ერნან კრესპო - 11
სამუელ ეტო’ო - 10

გარდა ამისა, „ინტერმაც“ რეკორდი დაამყარა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „ნერაძურის“ 9 შეხვედრაში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე საწყის 9 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.11055