მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც როტერდამში, „ფეიენოორდი“ 2:0 დაამარცხა.
კლასში სხვაობა უდიდესი იყო, იტალიის ჩემპიონმა რობინ ვან პერსის გუნდს ისე მოუგო, რომ ზედმეტი ენერგია საერთოდ არ დაუხარჯავს, პირიქით, ძალების მაქსიმალური დაზოგვით სძლია.
38-ე წუთზე მარკუს ტურამმა მოახერხა ახო მანძილიდან გატანა და ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ლაუტარო მარტინესმა სხვაობა გააორმაგა. თამაშს ინტრიგა იქ მოუკვდა, დიდი ალბათობით, საპასუხო მატჩსაც. 65-ე წუთზე „ნერაძურის“ მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ პიოტრ ჟიელინსკიმ პენალტი ვერ დაარტყა ზუსტად.
ასეა თუ ისე, „ინტერმა“ 2:0 გაიმარჯვა და საპასუხო შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა აქვს.
„ფეიენოორდი“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტურამი (38), 0:2 ლაუტარო (50)