ფეხბურთი

21:43 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო მომავალში შოტლანდიაში მუშაობას არ გამორიცხავს

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მომავალში შოტლანდიურ კლუბში მუშაობას არ გამორიცხავს.

„რეინჯერსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოურინიომ შოტლანდიური ფეხბურთის მიმართ სიმპათიები ღიად გამოხატა:

„მომავალში რატომაც არა? ამბობენ, რომ შოტლანდიის პრემიერლიგა ორი გუნდის ჩემპიონატია, მაგრამ ეს არის ვნების ჩემპიონატი, ხოლო ფეხბურთში გატაცება ჩემთვის ყველაფერია. ცარიელ სტადიონებზე თამაშს ან სადაც ვნების ცეცხლი არ არის, ჩემთვის აზრი არ აქვს. „სელტიკი“ და „რეინჯერსი“ დიდი კლუბებია ბევრი გულშემატკივრით, დიდი ემოციებით, დიდი პასუხისმგებლობით და დიდი მოლოდინებით“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.116161
სარეკლამო ადგილი - 99
X x X