ფეხბურთი

20:27 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მერვედფინალურ მატჩზე

6 მარტს, უეფას კონფერენს ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში კვიპროსული პაფოსი შვედურ იურგორდენს უმასპინძლებს.

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ავაზაშვილი იქნება. ვიდეო რეფერის ასისტენტად იმუშავებს ალეკო აფციაური.

პაფოსის და იურგორდენის შეხვედრა ლიმასოლში გაიმართება და 6 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.108864