ფეხბურთი

19:50 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო "ლივერპულში" კვარაცხელიას ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებს ასაჯაროებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ გასულ ზაფხულს „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ცდილობდა, მაგრამ „ნაპოლის“ უარმა გარიგება ლოგიკურ დასასრულამდე არ მიიყვანა.

დღეს, კი, კვარამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, პსჟ-ს მაისურით. აი, რას წერს დი მარციო:

„პარკ დე პრენსზე“ დღევანდელი თამაში ხვიჩა კვარაცხელიას მატჩია. „ნაპოლის“ ყოფილი გარემარბი მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი უნდა იყოს და წარმოიდგინეთ, რომ ქართველს ამ საღამოს შეიძლებოდა პირიქით, „ლივერპულის“ მაისურით ეთამაშა. „ლივერპულმა“ სცადა მისი ყიდვა, სანამ პსჟ-ში წავიდოდა.

გასულ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „ლივერპულმა“ „ნაპოლის“ მაგიდაზე 100 მილიონის შეთავაზება დადო და მზად იყო, ფეხბურთელი „ნაპოლიში“ იჯარითაც დაეტოვებინა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ეს შეთავაზება მხედველობაში არ მიიღო და მდიდრულ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩა და 6 თვე ანტონიო კონტესთან ითამაშა, შემდეგ კი, იანვარში პსჟ გამოჩნდა, რომელმაც მოახერხა მისი შეძენა. ახლა ქართველი დაუპირისპირდება იმ კლუბს, რომელიც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო“, - წერს დი მარციო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა „ნაპოლის“ პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ მოუწია, რასაც ბონუსების სახით შეიძლება 10 მილიონიც დაემატოს.

0.120253