სხვა

19:13 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრიუმფი ხორვატიაში: საქართველოს გოგონათა ნაკრები ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონია

ხორვატიაში მიმდინარე ტყვიის სროლის ევროპის ჩემპიონატზე ბიჭების შემდეგ გოგონებიც ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

კონტინენტის პირველობა ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში ჩატარდა. ჩვენი ქვეყნის გოგონათა ტრიომ ფინალში თურქეთს დაძაბულ ბრძოლაში 16:12 აჯობეს.

გადამწყვეტი შეხვედრა ქართველების სამეულის - მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავას უპირატესობით დაიწყო და მათივე დომინაციით დასრულდა. შუალედში კი თურქებმა გვანერვიულეს. ქართველები 4:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ „თურქული მარშის“ დრო დადგა და წინ 8:4 გაიჭრნენ.

„მარიამთა ტრიომ გაათანაბრა - 8:8. ამის შემდეგ მეტოქემ 2 სეტიც მოიგო. თურქები ერთ სეტამდე მოგვიახლოვდნენ - 14:12, თუმცა დასკვნით სეტი ჩვენებმა დამაჯერებლად მოიგეს და ევროპის ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ მათ შარშანდელ ანალოგიურ ტურნირში ვერცხლი მოიპოვეს, ეხლა კი შედეგი გააუმჯობესეს. ევროპის ჩემპიონატზე ეს ჩვენი ნაკრების მე-4 მედალია: 3 ოქრო და 1 - ბრინჯაო.

2 დღის წინ გუნდური ჩათვლის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველებმა 1711 ქულით და ევროპის რეკორდით მოიგეს. ხოლო იდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში მესამე ადგილზე გავიდა.

0.136663