L’Equipe-ს ჟურნალისტმა ვენსან დულუკმა თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უმატებს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგის ინტენსივობისთვის ამჟამად მზად არის თუ არა:
„კვარაცხელიას დასაწყისი საინტერესო იყო, უფრო და უფრო უმატებს. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ახლა მზად არის ჩემპიონთა ლიგის ინტენსივობისთვის. დიდი ხანია არ არის ლუის ენრიკეს განკარგულებაში“, - თქვა დულუკმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი გამოიმუშავა. პსჟ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.